სხვა სერვისები
ეკოსოფელი რამდენიმე სახის მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებელებს.
ედემის ბაღი - ლანდშაფტის დიზაინი, ეზოების, ოფისების, საცხოვრებლების, სკვერების, ბაღების, აუზების, კომპოზიციების მოწყობა.
იხილეთ ვებ-გვერდი |
მზე შინა და მზე გარეთა...ასე ვუწოდებთ პროექტს, რომელიც მზის ენერგიის, ღვთის ამ უდიდესი ჯილდოს ჩვენი საზოგადოების სამსახურში ჩაყენებას ითვალისწინებს. ამ მიმართულების ათვისება ეკოსოფელში ინტენსიურად წავა. ეკოსოფელში დაინერგება ამ სფეროში მეცნიერების უკანასკნელი მიღწევები. თავად გამოვცდით ინოვაციურ მოდელებს. დაინტერესებული პირებისათვის მოვახდენთ მზის გამაცხელებლებისა და ბატარეების მონტაჟს, დავამზადებთ ხილ-ბოსტნეულის მზის საშრობებს.
მიმდინარე მომენტისათვის საკუთარი ხელით უკვე დამზადებულიი გვაქვს მზის ბატარეია, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს ერთი საცხოვრებლის ელ.მომარაგებას. იხილეთ აგრეთვე ტრადიციული ხელოსნობისა და ეკოინოვაციების ცენტრი |