დასვენების დღეების ტურიზმი
დასვენების დღეების ტურიზმი საოჯახო და სამეგობრო დასვენების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. იგი ითვალისწინებს ერთ ან ორდღიან დროის გატარებას ეკოსოფელში, აქ მიღებული შთაბეჭდილებების, სასიცოცხლო ენერგიის საგზლად წაღებას. ვიზიტორთა სურვილის გათვალისწინებით შეიძლება მოხდეს როგორც მონო (მაგ.თევზაობა, გამაჯანსაღებელი პროცედურები და სხვა), ისე მულტი მომსახურების პაკეტების შეთავაზება.
ეკოსოფლის ვიზიტორს შეეძლება დაბინავდეს სოფლის სასტუმრო სახლებში, ხოლო თუ გაგაჩნიათ საკუთარი საველე ღამის თევის საშუალებები (კარვები, ავტოსახლი), ამისათვის ეკოსოფელი შესთავაზებს სპეციალურ საბანაკე ადგილებს, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ინფრასტრუქტურით, დაცვით. |