ეთნოტურიზმი
საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ტრადიცია არსებობს, რომლებსაც შენარჩუნება და განვითარება ესაჭიროება. ამასთანავე სწორედ ჩვენი წეს-ჩვეულებებია განსაკუთრებით საინტერესო უცხოელებისათვის.
ეკოსოფელში ეთნოტურიზმის რამდენიმე ობიექტი იფუნქციონირებს: სამეთუნეო, სამჭედლო, ხის მხატვრული დამუშავების, ქსოვის, თექის, ოქრომჭედლობის სახელოსნოები და სხვა.
გურმანებისათვის მოეწყობა სპეციალური სამზარეულო, სადაც ისინი თავად მიიღებენ მონაწილეობას ქართული კერძებისა თუ ნუგბარის მომზადებაში.
თეატრონზე და მანეჟზე რეგულარულად გაიმართება ფოლკლორული ღონისძიებები, ეროვნული ასპარეზობები (ქართული ჭიდაობა, ცხენბურთი, ყაბახი, ლახტი, ჩილიკა და სხვა), აქვე მოეწყობა მულტიკულტურული ღონისძიებები საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მონაწილეობით, საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალები ეკოსოფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით და სხვა.