სტატიები
კონსერვანტებიკვების მრეწველობაში გამოყენებული კონსერვანტების გარკვეული ნაწილი საჭირო დოზის შემთხვევაში უვნებელია. მაგ. მარილი. მაგრამ არსებობს სხვა რეალობა. პროდუქტის ხანგამძლეობის მიზნით იყენებენ სხვადასხვა კონსერვანტებს. განვითარებულ ქვეყნებში ერთი და იგივე კომპანია შეიძლება უშვებდეს ერთი და იგივე პროდუქტს სამი ხარისხით:
1. ადგილობრივი მომხმარებლისათვის 2. განვითარებულ ქვეყნებში ექსპორტისათვის 3. განვითარებადი ქვეყნებისათვის (ისეთი როგორც საქართველოა). როგორც წესი ასეთი პროდუქტები უხარისხოა, მაგრამ მასზე კეთდება სპეციალური ნიშანი, რაც საშუალებას გვაძლევს გავარჩიოთ მისი ავ-კარგი. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები პროდუქტს არ გააჩნია, ე.ი. საიმედოა. Е 102 საშიშია Е 103 აკრძალულია Е 104 საეჭვოა Е 105 აკრძალულია Е 106 აკრძალულია Е 110 საშიშია Е 111 აკრძალულია Е 120 აკრძალულია Е 122 საეჭვოა Е 123 ძალიან საშიშია Е 124 საშიშია Е 125 აკრძალულია Е 126 აკრძალულია Е 127 საშიშია Е 130 აკრძალულია Е 131 კანცეროგენულია (იწვევს სიმსივნეს) Е 141 საეჭვოა Е 142 კანცეროგენულია (იწვევს სიმსივნეს) Е 150 საეჭვოა Е 151 საეჭვოა Е 152 აკრძალულია Е 160А საშიშია Е 161 საეჭვოა Е 171 საეჭვოა Е 173 საეჭვოა Е 180 საეჭვოა Е 191 აკრძალულია Е 210 კანცეროგენულია (იწვევს სიმსივნეს) Е 215 კანცეროგენულია (იწვევს სიმსივნეს) Е 220 არღვევს ვიტამინ Б1 Е 221 არღვევს საჭმლის მონელებას Е 224 არღვევს საჭმლის მონელებას Е 226 არღვევს საჭმლის მონელებას Е 230 არღვევს კანის ფუნქციას Е 231 არღვევს კანის ფუნქციას Е 232 არღვევს კანის ფუნქციას Е 233 არღვევს კანის ფუნქციას Е 239 კანცეროგენულია (იწვევს სიმსივნეს) Е 240 საეჭვოა Е 241 საეჭვოა Е 250 გიპერტონიისას საწინააღმდეგო ჩვენებები აქვს Е 251 გიპერტონიისას საწინააღმდეგო ჩვენებები აქვს Е 252 გიპერტონიისას საწინააღმდეგო ჩვენებები აქვს Е 271 კანცეროგენულია (იწვევს სიმსივნეს) Е 311 იწვევს გამონაყარს Е 312 იწვევს გამონაყარს Е 320 შეიცავს ბევრ ქოლესტერინს Е 321 შეიცავს ბევრ ქოლესტერინს+ Е 338 არღვევს საჭმლის მონელებას Е 340 არღვევს საჭმლის მონელებას Е 341 არღვევს საჭმლის მონელებას Е 407 არღვევს საჭმლის მონელებას Е 450 არღვევს საჭმლის მონელებას Е 450А საშიშია Е 453 არღვევს საჭმლის მონელებას Е 455 არღვევს საჭმლის მონელებას Е 456 არღვევს საჭმლის მონელებას Е 461 არღვევს საჭმლის მონელებას Е 462 არღვევს საჭმლის მონელებას Е 463 არღვევს საჭმლის მონელებას Е 465 არღვევს საჭმლის მონელებას Е 477 საეჭვოა |
რა უნდა ვიცოდეთ ნიტრატების შესახებ?ნიტრატები აზოტმჟავას მარილებია, რომლებიც ბუნებაში გარკვეული რაოდენობით არსებობს და მცენარისათვის აუცილებელ საკვებს წარმოადგენს. ინტენსიურმა სოფლის მეურნეობამ ნიადაგი გამოფიტა და საჭირო შეიქმნა დამატებითი საკვების შეტანა ხელოვნური სასუქების სახით. მაგრამ ეს მოხდა მომავალი შედეგების გაუაზრებლად. ამიტომ სახეზე გვაქვს განადგურებული უნიკალური რესურსი - მიწა და დაავადებათა მთელი ბუკეტი, რომელიც თან სდევს ორგანიზმში ნიტრატების გადაჭარბებულ მოხვედრას.
სხვადასხვა მცენარე სხვადასხვა რაოდენობით აგროვებს ნიტრატებს. ბოსტნეული ბევრად მეტს, ვიდრე ხილი და მარცვლეული. თავად ბოსტნეულშიც ლიდერობს ჭარხალი, მას კვალში მოჰყვება კომბოსტო, სტაფილო, ბოლოკი, კარტოფილი, ისპანახი, სალათები, მწვანილები და სხვა. ასევე დიდი რაოდენობით იღებენ ნიტრატებს სათბურში მოწეული პროდუქტები. როგორია ნიტრატების დასაშვები ნორმა? მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ნიტრატების მიღების დღიური ზღვარი ადამიანის წონის ყოველ კილოგრამზე დასაშვებია 5 მილიგრამი. ანუ თუ ადამიანი იწონის 70 კგ-ს, მისთვის უსაფრთხო დღიური დოზაა 350 მილიგრამი. 500 ითვლება ზღვრულ დასაშვებ ნორმად, ხოლო 600 - მომწამვლელად. ახალშობილისთვის 10 მგ მომწამვლელია, მცირე დოზაც კი საშიშია მეძუძური ქალისთვის, ვინაიდან ნიტრატები პირდაპირ რძეში მიდის. საფრთხის მასშტაბების შეგრძნება სიძნელეს არ წარმოადგენს, თუ ვიცით, რომ ჭარხალი, მწვანილი, ისპანახი და სხვა მცენარეები კილოგრამზე 4000 მილიგრამამდე ნიტრატს აგროვებს. სხვადასხვა პროდუქტში სხვადასხვა ნორმაა დაშვებული, ესეც პირობითია და ჩვენის აზრით არასწორი... როგორ შევამციროთ ნიტრატების რაოდენობა პროდუქტებში? ნიტრატები უფრო მეტად გროვდება სტაფილოს გულის ნაწილში, კომბოსტოს გარე ფოთლებში, კიხვსა და ღეროებში, ჭარხლის ზედა და ქვედა ნაწილებში, კარტოფილის და კიტრის კანში, საზამთროსა და ნესვში ქერქში, მწვანილის ღეროებში. თუ ამ ნაწილებს მოვაცილებთ, გარკვეული შეღავათი გვექნება. თუ ცივ წყალში ორ საათს გავაჩერებთ ბოსტნეულს, მასში 5-15 %-ით შემცირდება ნიტრატების რაოდენობა, თბური დამუშავება, ანუ ხარშვა და შეწვა 20-80%-ით ამცირებს მას, ნიტრატები ნახარშში გადადადის პირველი 30-40 წუთის განმავლობაში. მაგრამ აქ სხვა პრობლემის წინაშე ვდგებით, რეცხვასა და ხარშვაში თუ ნიტრატების რაოდენობა განახევრდება, სასარგებლო ნივთიერებები 95 %-ით მცირდება და ჩვენ ვიღებთ მკვდარ საკვებს, რომელიც უკაცრავად და მხოლოდ მუცლის ამოსაყორად გამოდგება. ამაზეა ნათქვამი: ვაის გავეყარე და უის შევეყარეო. ამიტომ გამოსავალი ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღებაა. რა მოსდის ნიტრატებს ბოსტნეულის დამწნილებისას? პირველი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ნიტრატების ნიტრიტად გარდაქმნის ინტენსიური პროცესი, შემდეგ ნელ-ნელა კლებულობს და ათი დღის შემდეგ მწნილი უკვე უსაფრთხოა. აქედან გამომდინარე წარმოიდგინეთ რასთან გვაქვს საქმე ჩვენს ბაზარზე პოპულარული დაკუწული კომბოსტოს მჟავეს სახით, რომელიც თქვენს თვალწინ მზადდება ბაზრის დახლზე მარილწყალში ჩაყრითა და ძმრის ესენციის დასხმით. შემდეგ იგი ვრცელდება თბილისის მთელ სავაჭრო ქსელში. (მწნილების თემას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით სხვა პრობლემასთან დაკავშირებით) როგორ გავლენას ახდენს ნიტრატები და ნიტრიტები ჩვენს ჯანმრთელობაზე? ნიტრატი თავისთავად მავნე ნივთიერება არაა, მაგრამ კუჭნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის გარდაიქმნება ნიტრიტად, რაც უკვე შხამს წარმოადგენს. ნიტრატები რეაქციაში შედიან სისხლში ჰემოგლობინთან და წითელ ნაწილაკებს საშუალებას არ აძლევენ რომ უჯრედებს ჟანგბადი მიაწოდონ. შედეგად ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, ნერვიული სისტემა არასტაბილური ხდება, სუსტდება ორგანიზმის დამცავი ფუნქციები. ფეხმძიმე ქალებს ექმნებათ არასასურველი აბორტის საშიშროება, მეძუძურ დედებს ეკარგებათ რძე, მცირდება მამაკაცური პოტენცია. ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა ნიტრატების მიმართ, ცნობილია პატარა ბავშვების სიკვდილი, რომელთაც მიიღეს მაღალი აზოტშემცველობის ბოსტნეულის პიურე. მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხანგრძლივად მაღალნიტრატიანი საკვების მიღება იწვევს კუჭის კიბოს. საერთოდ ნიტრატების გადაჭარბებული მიღების შედეგია ასე მომრავლებული სიმსივნური და გულის დაავადებები. ამ თემებზე სპეციალისტები ამზადებენ ვრცელ მასალას და უახლოეს ხანში მოგაწვდით. რა სიმპტომები აქვს ნიტრატებით მოწამვლას? ნიტრატებით მსუბუქი მოწამვლისას ჩნდება ძილისრევა, სისუსტე. ტოქსიკური დოზის მიღებისას მოწამვლის ნიშნები ჩნდება ორგანიზმში მისი მოხვედრიდან 1-6 საათის შემდეგ. მძიმე მოწამვლა იწყება გულზიდებით, კუჭის აშლით, დიდდება და შეხებისას მტკივნეული ხდება ღვიძლი, მცირდება არტერიული წნევა, პულსი არათანაბარი, სუსტია, კიდურები ცივი. ხშირდება სუნთქვა, იწყება თავის ტკივილი, ყურებში შუილი. იგრძნობა საერთო სისუსტე, ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, ადამიანი კარგავს გონებას და ვარდება კომაში. რძის პროდუქტებში თუ არის ნიტრატები? თუ საქონელი საკვებად იღებს მაღალი აზოტშემცველობის საკვებს, მისი რძე და რძის პროდუქტები შესაძლებელია შეიცავდეს ნიტრატის ჯანმრთელობისათვის საშიშ დოზას. კიდევ ნიტრიტების შესახებ ნიტრატი ნიტრიტად გარდაიქმნება ჰაერში არსებული ჟანგბადისა და მიკროორგანიზმების ზემოქმედებით. ე.ი. თუ ნიტრატებით მდიდარ დაჭრილ ბოსტნეულს დატოვებთ 15-20 წუთზე მეტ ხანს ჰაერზე, თქვენ ხელთ შეგრჩებათ შხამი. ამავე მიზეზით უნდა უფრთხილდეთ დაზიანებული ბოსტნეულის ყიდვას. ბუნებრივად დაისმის კითხვა: აგრე რიგად პოპულარულ, ჯანსაღ საკვებად მიჩნეული ცოცხალი სალათების მიმართ. ნიტრიტებად გარდაქმნის პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს პროდუქტში, რომელიც რამდენჯერმე იცვლის ადგილს მაგიდასა და მაცივარს შორის. გამოსავალი? ისევ ბიოპროდუქტები. ნიტრიტი გამოიყენება ხორცის გადამამუშაველ მრეწველობაში როგორც კონსერვანტი და პროდუქციისათვის თვალმახარა წითელი ფერის მიმცემი. წითლად მოხასხასე ძეხვი იცოდეთ რომ თქვენი ჯანმრთელობის მტერია. |
ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ბლოგზე http://www.edemi.org/