ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე საქართველოს ტყეებს უდიდესი ზიანი მიადგა უსისტემო ჭრის შედეგად და სამწუხაროდ ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ეკოსოფელი მოაწყობს ტყის კულტურების სანერგე მეურნეობას, აქ წარმოებული ნერგები საკუთარი ძალებით, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით დაირგვება ტყის დაზიანებულ ნაკვეთებში. იმ სოფლებს, რომლებსაც სურთ თავიანთი სოფლის მიმდებარე ტყეების აღდგენა, ნერგები გადაეცემათ უფასოდ. წავახალისებთ და ხელს შევუწყობთ ფერმერებს, რომელთაც სურთ სწრაფადმზარდი ხეების პლანტაციების გაშენება სამრეწველო თუ საშეშე მიზნით, ვითანამშრომლებთ კომპანიებთან, რომლებიც ეწევიან ტყის ჭრას და მისი აღდგენის ვალდებულება აქვთ.