ფერმერთა მომსახურების მობილური ჯგუფები
სანამ საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნება ეკოსოფლის მოდელის კომპლექსები, ჩვენი ეკოსოფელი ქმნის ფერმერთა მომსახურების მობილურ ჯგუფებს, რომლებიც უწევენ კომპლექსურ მომსახურებას ფერმერებს სხვადასხვა რეგიონებში.
ფერმერი რომ დააინტერესო რაიმე სიახლით, მათ შორის ბიომეურნეობის მოწყობით, აუცილებელია ხელშესახები სტიმულები, გარდა სათანადო სახელმწიფო მხარდაჭერისა, დამატებით მას სჭირდება: - კონსულტაციები, უფასო სწავლება და პრაქტიკა საჩვენებელ-სასწავლო ეკომეურნეობაში. მსოფლიო გამოცდილების გაცნობა; - ტექნიკური მომსახურება შეღავათიანი პირობებით; - ხარისხიანი თესლებით, ნერგებით, ჩითილებით უზრუნველყოფა; - მცენარეთა დაცვის ბიო საშუალებების ხელმისაწვდომობა; - წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში ხელშეწყობა. ჩვენ ყველა ამ მიმართულებით ვთავაზობთ ფერმერებს ხელშეწყობას. მას პრაქტიკულად ყველა პრობლემა მოხსნილი აქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი - გასაღების ბაზრის ძებნა და ამასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. ჩვენ ადგილზე მთლიანად ვიბარებთ ადგილზე ჩვენი პარტნიორი ფერმერის მიერ მოწეულ მოსავალს წინასწარ შეთანხმებული ან იმ მომენტისათვის არსებული საბაზრო ფასებით, ვუკეთებთ შესაბამის შეფუთვას და ვწვდით შიდა თუ გარე ბაზარს, ანდა ვაგზავნით ჩვენსავე გადამამუშავებელ საწარმოებში. სოფლის მცხოვრებთა დამატებითი შემოსავლების გაჩენის წყაროდ იქცა ჩვენს მიერ ველური ხილ-კენკრის დამზადება. სეზონის მიხედვით მობილური ჯგუფები გადიან შესაბამის რეგიონებში, უწევენ დამზადებაში ჩართულ მცხოვრებლებს კონსულტაციას, აძლევენ საჭირო ინვენტარს, იბარებენ დღის განმავლობაში შეგროვებულ ხილ-კენკრას ადგილზევე ანგარიშწორებით და მიაქვთ გადამამუშავებელ-შესაფუთ საწარმოებში. |