ტურიზმი
ეკოსოფელს ერთდროულად სხვადასხვა საშუალებებით სამასამდე მრავალდღიანი და ათასამდე ერთდღიანი ვიზიტორის მიღება და გამასპინძლება შეუძლია. აქ ტურიზმის რამდენიმე მიმართულებაა განვითარებული:
1. საგანმანათლებლო ტურიზმი
2. კონფერენცტურიზმი
3. აგროტურიზმი
4. ეკოტურიზმი
5. ეთნოტურიზმი
6. გამაჯანსაღებელი ტურიზმი
7. დასვენების დღეების ტურიზმი
1. საგანმანათლებლო ტურიზმი. ვინაიდან ეკოსოფელი ორიენტირებულია ცოდნის გავრცელებაზე, ცხადია საგანმანათლებლო ტურიზმი წინა პლანზეა წამოწეული. აქ ცოდნის მისაღებად, გარკვეული უნარჩვევების, სპეციალობის შესაძენად ჩამოდიან როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ისე უცხოეთიდან.
2. კონფერენცტურიზმი თუმცა გარკვეულწილად საგანმანათლებლო ტურიზმს ებმის, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი მიმართულება, ისეც მუშაობს. მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო პოპულარული ხდება საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საზოგადოებრივი და საქმიანი შეხვედრები სოფელ ადგილებში.
ჩვენს კონფერენც-ცენტრში ეწყობა ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებები, კონგრესები, კონფერენციები. კონფერენც-დარბაზი მნიშვნელოვნად განაპირობებს ტურისტების მოდინებას ეკოსოფელში სეზონის გარეშე.
3. აგროტურიზმი სოფლის ტურიზმის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა. იგი ეკოსოფელში განსაკუთრებული ხიბლის მატარებელია. ვიზიტორები მონაწილეობას იღებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში, ეცნობიან სოფლურ ცხოვრებას, აგემოვნებენ თავისი ხელით მოწყვეტილ ხილსა და ბოსტნეულს.
აგროტურიზმი სოფლად შემოსავლების გაჩენის ერთ-ერთი სწრაფი და საუკეთესო საშუალებაა.
ეკოსოფელში შემუშავდება მოდელები, სცენარები და გავრცელდება საქართველოს სოფლის მცხოვრებთა შორის, რაც სტიმულს მისცემს ქვეყნის მასშტაბით აგროტურიზმის განვითარებას.
4. ეკოტურიზმი. ეკოსოფლობა გულისხმობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს,
ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებს ეკოტურიზმის მიმართულების განვითარებისათვის. ბუნებასთან აქტიური ურთიერთობა, ფლორისა და ფაუნის გაცნობა, ექსტრემი, სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დატვირთვა ეკოსოფელში ყოფნის თანმდევია. თქვენს სამსახურშია საცხენოსნო კემპინგი ოცი ცხენით, მანეჟი, სადაც ბუნებაში გასვლამდე დაეუფლებით ცხენზე ჯდომას.
5. ეთნოტურიზმი. ეკოსოფლის ეთნოტურიზმი გულისხმობს კონკრეტულ გარემოში ადამიანის საქმიანობის გაცნობას (ხალხური დღესასწაულები, სპორტული ასპარეზობები, შინამრეწველობა, სამზარეულო, სუფრის კულტურა და სხვა). ეს დღევანდელ ტურიზმის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. საქართველოში ამ მხრივ ამოუწურავი რესურსია. აქ არა მარტო მხარეები განსხვავდებიან, ერთი მხარის ფარგლებშიც კი დიდი მრავალფეროვნებაა ზნეჩვეულებების, სამზარეულოს და სხვა მხრივ. თუმცა გამორიცხული არაა დამოუკიდებლად განვითარდეს გურმანთა ტურიზმი.
6. გამაჯანსაღებელი ტურიზმი. ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი საკვები, ფიზიკური აქტივობა თავისთავად გამაჯანსაღებლად მოქმედებს, მაგრამ როცა ამას ემატება ადგილობრივი გამაჯანსაღებელი საშუალებები (სამკურნალო მცენარეები, მინერალური წყლები, ტალახი, თიხა) და სერვისები, რომლებსაც დამატებით ვთავაზობთ სტუმარს (მასაჟი, იოგა, აიურვედა და სხვა ალტერნატიული მეთოდები), ეკოსოფელს გამაჯანსაღებელ- საკურორტო დატვირთვასაც აძლევს.
7. დასვენების დღეების ტურიზმი. დასვენების დღეების ტურიზმი საოჯახო და სამეგობრო წრეში დასვენების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. იგი ითვალისწინებს ერთ ან ორდღიან დროის გატარებას ეკოსოფელში, აქ მიღებული შთაბეჭდილებების, სასიცოცხლო ენერგიის საგზლად წაღებას. ვიზიტორებს მათი სურვილის გათვალისწინებით როგორც მონო (მაგ.თევზაობა, გამაჯანსაღებელი პროცედურები და სხვა), ისე მულტი მომსახურების პაკეტებს.
ეკოსოფელში შეგიძლიათ დაბინავდეთ სოფლის სასტუმრო სახლებში, ხოლო თუ გაგაჩნიათ საკუთარი საველე ღამის თევის საშუალებები (კარვები, ავტოსახლი), ამისათვის ეკოსოფელი გთავაზობთ სპეციალურ საბანაკე ადგილებს, რომლებიც უზრუნველყოფილია სათანადო ინფრასტრუქტურით, დაცვით.