რას წარმოადგენს ეკოსოფელი?
ეს არის დასახლება საკუთარი მორალური კოდექსით, რომელიც განაპირობებს მცხოვრებთა შორის კეთილგანწყობას, საზიაროს ხდის ჭირსაც და ლხინსაც.
სოფლის თითოეულ მცხოვრებს გააჩნია იმის შეგრძნება, რომ მას შეუძლია გავლენა იქონიოს სოფლის განვითარებაზე და თავის ცოდნას, გამოცდილებას და ფიზიკურ შესაძლებლობებს არ იშურებს ამისათვის;
სოფლის მცხოვრებნი თავს თვლიან ბუნების ნაწილად და გარემოს მიმართ ზრუნვით არიან განმსჭვალულნი, მათი ცხოვრება და საქმიანობა ბუნებასთან ჰარმონიაშია;
სოფელში დამკვიდრებულია ცხოვრების წესი, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საფუძველია;
კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, დადებითი ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება ითვლება სოფლის ღირსების საქმედ;
სოფლის მცხოვრებნი სამეურნეო საქმიანობაში ავითარებენ იმ მიმართულებებს, იყენებენ იმ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს სოფლის არსებობასა და განვითარებას განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.
თუ ევროპისაკენ მივისწრაფვით, უნდა ვიცოდეთ თავად ევროპა საით მიდის. მაღალგანვითარებული სოფლის პირობებში იწყება ევროპასა და განვითარებული მსოფლიოს სხვა ნაწილებში ეკოსოფლების შექმნა, ვინაიდან იქ მიხვდნენ რომ მატერიალური სიმდიდრე არ ნიშნავს სულიერ სიმდიდრეს, რაც საზოგადოების წევრთა შორის ჰარმონიული თანაარსებობით, ხოლო სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება გარემოში ჰარმონიული ინტეგრირებით მიიღწევა.
დღეს ქართულ სოფელს ისე უჭირს, როგორც არასდროს. სულიერად დეგრადირებული, ახალგაზრდა ფიზიკური ძალისგან დაცლილი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გარეშე დარჩენილი, უსახსრობით წელში გაწყვეტილი, თავისუფალ ბაზარზე თავგზააბნეული, ბუნების მოვლენებისაგან დაზაფრული...
როცა ქართული სოფლის მომავალზე ვლაპარაკობთ, ორიენტაცია უნდა ავიღოთ ეკოლოგიური, მდგრადი განვითარების პრინციპებით განვითარებაზე, 21-ე საუკუნის სოფელზე.