კულტურულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი
ეკოსოფელში მოეწყობა თეატრონი, სადაც პერიოდულად გაიმართება ასპარეზობები, ხალხური თამაშობები, ფესტივალები, გამოფენა-დათვალიერებები და სხვა.
ჩვენ გავაცოცხლებთ ცხენბურთს, ყაბახს, ისინდს, ლახტს და სხვა. პერიოდულად მოვაწყობთ საქართველოს სოფლების პირველობას ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, საჯილდაო ქვის აწევაში, მშვილდოსნობაში და სხვა. ყოველწლიურად მოეწყობა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ეკოსოფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით. |
ეკოსოფელში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ალტერნატიული გამაჯანსაღებელი მეთოდებისა და საშუალებების დანერგვა, სწავლება მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. ეკოსოფელში ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება ნატუროპათია, იოგა, აიურვედდა, აკვათერაპია, ფიტოთერაპია და სხვა. მოეწყობა სასწავლო კურსები, საერთაშორისო ღონისძიებები სხვადასხვა სკოლებისა და მიმართულებების წარმოდგენელთა მონაწილეობით.
ჩვენი ინიციატივით უკვე ფუნქციონირებს ვირტუალური ჯანსაღი ცხოვრების კლუბი "ედემი". |