ეკოსოფლის საწარმოები
კვების პროდუქტების საწარმოებიეკოსოფელში იფუნქციონირებს კვების პროდუქტების რამდენიმე საწარმო, აგრეთვე მობილური (მოძრავი) საწარმოები, რომლებიც სეზონის მიხედვით გავლენ რეგიონებში. საწარმოები სრულად უპასუხებენ ბიო (ორგანული) საკვების წარმოების ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მსოფლიოში მიღებულ სტანდარტებს. საწარმოები იმუშავებს ეკოსოფლის ბიომეურნეობისა და პარტნიორი ბიოფერმერების მეურნეობებში მოყვანილი და წარმოებული ნედლეულის, აგრეთვე ველური ხილ-კენკრის ბაზაზე. წარმოებული პროდუქტები მოიხმარება ეკოსოფლის საჭიროებისათვის, ნაჭარბი კი გაიყიდება საფირმო მაღაზიაში, მიეწოდება შიდა და გარე ბაზარს. საწარმოებში პრაქტიკას გაივლიან დაინტერესებული პირები, ვისაც სურთ ანალოგიური საწარმოების შექმნა.
|
ხის მხატვრული დამუშავების საწარმოძირითად ნედლეულად ჩვენ გამოვიყენებთ ტყის ჭრის ნარჩენებს (ძირკვებს, კუჟრებს, ტოტებს), გადატეხილ ხეებს. აგრეთვე ჩვენს ტყის კულტურების პლანტაციაში მოჭრილ ხეებს (პავლოვნია და სხვა). აქ დასაქმდებიან პროფესიონალები, სახალხო ოსტატები. ყოველწლიურად რამდენიმე ათეული გამოყენებითი ხელოვნების სპეციალობის სტუდენტი გაივლის პრაქტიკას.
|