ჩვენი ეკოსოფელი
ჩვენი სოფელი არის კლასიკური გაგებით ეკოსოფელი. აქ ცხოვრება და დასაქმება შეუძლია ნებისმიერ თანამოაზრეს, სპეციალისტს, მეცნიერს, რომელთა იდეები, გამოგონებები, კვალიფიკაცია წაადგება ქართულ სოფელს, საზოგადოებას, ზოგადად ქვეყანას.
ეკოსოფელში ცხოვრებისა და საქმიანობის მსურველის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნებია წაყენებული. ჩვენ ვქმნით ჰარმონიულ საზოგადოებას, რომელიც ხელმძღვანელობს ეკოლოგიური ეთიკისა და მორალის ნორმებით.
ეკოსოფელი გააერთიანებს საგანმანათლებლო ცენტრს, საცხოვრებელ ზონას, ტურისტულ ზონას, სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო რგოლებს, ინოვაციების ცენტრს (ტექნოპარკს), ეკოსამშენებლო საწარმოს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს, ტბას, ტყე-პარკს და სხვა.
უშუალოდ სოფელში დასაქმდება სხვადასხვა სპეციალობის სამასამდე კაცი, პარტნიორ ფერმერთა რიცხვი იქნება ათასზე მეტი, მთელი მსოფლიოდან პარტნიორებად მოიაზრებიან საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები, ეკოსოფლები, დონორი ორგანიზაციები.
საშუალოდ სოფელში ყოველწლიურად ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს გარკვეულ ცოდნას, რამდენიმე ასეული სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტი გაივლის პრაქტიკას, რამდენიმე ათასი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი ესტუმრება ეკოსოფელს მის გასაცნობად, დასასვენებლად, გაიმართება ათამდე საერთაშორისო სემინარი, კონფერენცია და სხვა ღონისძიება. ასევე ყოველწლიურად ათამდე პატენტი გაიცემა ეკოსოფელში შექმნილ ტექნოლოგიაზე, მოწყობილობა-დანადგარზე, გამოიცემა ათეულობით ბროშურა, კრებული, პერიოდული გაზეთი, მოხდება ათამდე სასწავლო-შემეცნებითი ფილმის გადაღება და სხვა.
ეკოსოფლის მიმდებარე ტრადიციული სოფლები ჩაერთვებიან ეკოსოფლის ინფრასტრუქტურაში. აქ მოხდება ტრადიციული სოფლის მოდელირება თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.
შენიშვნა: ჩვენს სოფელთან დაკავშირებით ყველაფერი პირობითადაა წარმოდგენილი. როდესაც გადაწყდება მისი მოწყობის ადგილი, მაშინ დაიდება კონკრეტული საინფორმაცი მასალა და პროექტები.