ეკოსოფლები მსოფლიოში
პლანეტის მოსახლეობა განიცდის სოციალური და სულიერი შინაარსის დეფიციტს. ახლო წარსულში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გაავრცელა შეტყობინება გარემოს პერსპექტივების შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა გაეროს სააგენტოების, გარემოს კვლევის მრავალი ინსტიტუტისა და სპეციალისტის კვლევას. დასკვნა იყო ასეთი: კაცობრიობის განვითარების არსებული კურსი სიცოცხლისუუნაროა და გადაუდებელი მოქმედებაა საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.
1998 წელს გაერომ ეკოსოფლების შექმნა დაასახელა მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი არსებობის 100 საუკეთესო მეთოდს შორის.
მსოფლიოში ათასობით ეკოსოფელია, რომლებიც ავითარებენ და ხვეწენ სოციალურ და ეკოლოგიურ ინსტრუმენტებს ურთიერთთანხმობით გადაწყვეტილების მისაღებად, ალტერნატიულ ეკონომიკურ მოდელებს, აგროკულტურის მეთოდებს, ენერგიის განახლებად სისტემებს, განათლების ალტერნატიულ საშუალებებს. გვთავაზობენ რეალურ ცხოვრებაში პლანეტაზე კაცობრიობის ჰუმანური თანაარსებობის დადებით ხედვას.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი ეკოდასახლებები ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიურ-თემატური თვალსაზრისით სულ სხვადასხვა სტრუქტურისაა - ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო, ეკოლოგიურ-აგრარული, ეკოლოგიურ-სოციალური (უპატრონო ბავშვების), ეკოლოგიურ-რელიგიური, ხელოვნების და სხვა.
ფუნქციონირებს ეკოსოფლების გლობალური ქსელი Global ecovillage network, ასევე რეგიონული და საქვეყნო ქსელები.
საქართველოს სოფლების ეკოლოგიზაცია
საქართველოში ეკოსოფლების შესაქმნელად გარკვეული პოზიტიური წინაპირობები არსებობს:
გარემოს, საცხოვრებლების, სამეურნეო საქმიანობის თვალსაზრისით ეკოლოგიურად სუფთა სოფლების არსებობა;
საკმად აქტიური ეკოლოგიურ-სოციალური ორიენტაციის მესამე სექტორი;
მრავალი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერა ეკოლოგიურ-სოციალური პროექტების განხორციელების საქმეში;
მსოფლიოში შექმნილი კეთილსასურველი ფონი (გლობალურმა კრიზისმა და სხვა კატაკლიზმებმა წინა პლანზე წამოსწია მსოფლიოს მდგრადი განვითარების თემა).
საქართველოში ეკოსოფლების შექმნის იდეა კარგა ხანია ტრიალებს. ათ წელზე მეტი ხნის წინ ეს თემა აქტიურად წამოსწია არასამთავრობო ორგანიზაციამ "კავკასიის ეკოლოგიურ-სათემო მოძრაობის ცენტრი", საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოეწყო ექსპედიციები, შეირჩა ეკოსოფლების ადგილები. ზოგადად სოფლის განვითარების თუ კონკრეტული ეკოსოფლის შექმნის მიზნით მრავალგზის მოხდა ქვეყნის ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე პროექტის წარდგინება, მაგრამ უკეთეს შემთხვევაში დიალოგი სრულდებოდა უარით, ვინაიდან საამისო სახსრები არ არსებობს.
ცალკეულ მოქალაქეთა კერძო ინიციატივით არის მცდელობა ეკოსოფლების შექმნის...
მდგრადი ეკოსოფლების შექმნისა და განვითარების მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით საქართველოს ყველა რეგიონში უნდა შეიქმნას სამოდელო, სანიმუშო ეკოსოფლები, რომლებიც იქნება მაგალითის მიმცემი სხვა სოფლებისათვის, საბაზო ცენტრები სათანადო ცოდნის გასავრცელებლად. ეტაპობრივად უნდა მოხდეს საქართველოს სოფლების ეკოლოგიზაცია.