საგანმანათლებლო საქმიანობა
ეკოსოფლის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობა. აქ ცოდნის გაღრმავება, კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი სპეციალობის დაუფლება შეეძლებათ ნებისმიერი ასაკის ადამიანებს.
აგრო-განათლება
ფერმერები, აგრეთვე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტები ჩვენს სასწავლო-ექსპერიმენტულ მეურნეობებში გაივლიან პრაქტიკას. ცოდნასთან ერთად ეკოსოფლიდან წაიღებენ მათთვის სასურველ სათესლე-სანერგე მასალები...(ვრცლად)
სოფლის ტურიზმის განათლება
სოფლის ტურიზმი მცირე კაპდაბანდების პირობებში სოფლის მაცხოვრებლებისათვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. ეკოსოფელში დაინტერესებული მოქალაქეები ნახულობენ სოფლის ტურისტული ობიექტების ნიმუშებს, შეიძენენ სათანადო მომსახურების კულტურას. ჩვენი სპეციალისტები მათ დაეხმარებიან ბიზნესგეგმების, ტურისტული პროგრამების შედგენაში.
ეკოგანათლება
თანამედროვე ადამიანისათვის ეკოლოგიური ცნობიერება, ეკოლოგიური ეთიკისა და მორალის პრინციპების დაცვით ცხოვრება აუცილებელია. ეკოსოფელში რეგულარულად მოეწყობა სემინარები, საზაფხულო ბანაკები და სხვა ღონისძიებები მოსახლეობაში ეკოლოგიური განათლების შესატანად.
ეკომშენებლობის განათლება
ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების, ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის აუცილებელი პირობაა ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ქონა. ადამიანებს წარმოდგენაც არა აქვთ თუ რა სასიცოცხლო რისკებთანაა დაკავშირებული ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცველი სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოყენება, რომლითაც გაჯერებულია საქართველოს ბაზარი. დღევანდელი მშენებლობა არანაირად არ პასუხობს ენერგოეფექტურობის ნორმებს, რის გამოც იზრდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და ამასთანავე მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეთა საოჯახო ბიუჯეტს. ეკოსოფელი თავად იქნება ეკოლოგიური მშენებლობის მაგალითი. აქ ჯანსაღი საცხოვრებილის თუ სამუშაო ადგილის მოწყობის ცოდნა შეუძლიათ მიიღონ მოქალაქეებმა.
ჯანსაღი ცხოვრების წესი
ეკოსოფელი წარმოადგენს არა მარტო ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის ცხოვრებაში დანერგვის საუკეთესო მაგალითს. აქ რეგულარულად მოეწყობა შეკრებები, საუბრები დაინტერესებული ჯგუფებისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესთან, ალტერნატიულ გამაჯანსაღებელ საშუალებებთან დაკავშირებით.
დისტანციური სწავლება
ტექნიკურმა და ტექნოლოგიურმა პროგრესმა შესაძლებლობლობა მოგვცა ცოდნა გავავრცელოთ დაუსწრებლად, ინტერნეტის, ვიდეო, აუდიო მასალების საშუალებით. ყოველწლიურად ეკოსოფელი გამოსცემს სხვადასხვა თემატიკის 50-მდე კრებულს, მოამზადებს სატელევიზიო გადაცემებს.
მოძრავი სასწავლო საშუალება
ეკოსოფელში მოეწყობა რამდენიმე სასწავლო ავტობუსი, რომლებიც აღჭურვილი იქნება საჭირო ტექნიკით, სადემონსტრაციო საშუალებებით. ამ ავტობუსებით სპეციალისტები გრაფიკის მიხედვით გავლენ რეგიონებში, სოფლებში შეხვდებიან მოსახლეობას, გააცნობენ ახალ ტექნოლოგიებს, კულტურებს, დაეხმარებიან ბიზნეს-გეგმების შედგენაში, სოფლის "მწვანე" განვითარების პროგრამების შემუშავებაში, გაავრცელებენ მეთოდურ ბეჭდურ მასალებს და სხვა.