ხილი
ქართული ხილი განთქმულია თავისი გემოვნური თვისებებით. საქართველოს გეოგრაფიული მრავალფეროვნების გამო ერთი და იგივე ხილი სხვადასხვა გემოსი და ქიმიური შედგენილობისაა. თუ ინდივიდუალური შეუთავსებლობა არა გაქვთ, ნებისმიერი ხილი უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით. ხოლო როცა სეზონი არაა, ისარგებლეთ ხილის ჩირებით, რომლებიც სწორი ტექნოლოგიით გაშრობის შემთხვევაში სრულად ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებებს.
.
.
გრეიფრუტიქართულ ციტრუსებში გრეიფრუტს მოკრძალებული ადგილი უკავია ფორთოხლის, მანდარინის და ლიმნის შემდეგ, მაგრამ თავისი სასარგებლო თვისებებით მას ღირსეული მეტოქეობა შეუძლია გაუწიოს ბევრ ხილს. მისი ნაკლები პოპულარობა განპირობებულია მომჟავო-მომწარო გემოს გამო. გრეიფრუტის ნაყოფი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს C, P, B ჯგუფისას, კალიუმს და მაგნიუმს. აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, აუმჯობესებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობას, აღაგზნებს მადას, ახდენს საჭმლის მონელების სტიმულირებას. სანამ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას დიეტით შეეცდებით, მოსინჯეთ გრეიფრუტი. მისი კანქვეშა ნაყოფის თხელი აფსკი შეიცავს ნივთიერება ნარინგინს, რომელიც მეცნიერთა აზრით აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, შედეგად ცხიმის წვას, რის გამოც გრეიფრუტის რეგულარული მიღებისას ბუნებრივად ქრებიან ზედმეტი კილოგრამები.
ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეიმს გერდის გამოკვლევით გრეიფრუტის პექტინი ისევე მოქმედებს, როგორც ქოლესტერინის შესამცირებელი ცნობილი პრეპარატები. ამ ხილის გლიკოზიდები და ვიტამინები აკეთებს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და ამცირებს არტერიალურ წნევას. გრეიფრუტის ერთი ნაყოფი ადამიანის ჩ ვიტამინზე დღიურ მოთხოვნილებას ფარავს. მასში შემავალი ბიოფლავონოიდები ელასტიურს ხდის სისხლძარღვებს, თავიდან გვაცილებს სისხლჩაქცევებს. როგორც სხვა ყვითელ-ნარინჯისფერი ნაყოფები, გრეიფრუტიც აუმჯობესებს განწყობას, ამხნევებს, ორგანიზმზე ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ძალას მატებს ფიზიკური და გობრივი გადაღლისას, აუმჯობესებს მეხსიერებას. თუ განიცდით მუდმივ დაღლილობას, თავს გრძნობთ დამტვრეულად, ავადმყოფად და ეს გამოწვეულია საფუარის სოკო კანდიდათი (Candida) , რომელსაც იმუნური სისტემა გამოჰყავს წონასწორობიდან, შესაძლოა ამ ვერაგ მტერს მოერიოთ გრეიფრუტის კურკებით. სულ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს მათი ანტიბიოტიკური ზემოქმედება რვაასამდე ბაქტერიაზე. სალათებზე გრეიფრუტის წვენის მოსხმით თქვენ ორმაგ ეფექტს მიიღებთ. თაფლში მოზელილი გრეიფრუტის ნაყოფი 1:1 შესანიშნავი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია. |