ჩირები, ლებნები, ჩურჩხელები
აქ წარმოდგენილი ჩირები ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა ხილისგანაა დამზადებული. გაშრობა ხდება მზის საშუალებით. ამიტომ ქართული ხილის არომატს ემატება მზის ენერგიაც და შესანიშნავ ენერგეტიკულ პროდუქტს წარმოადგენს.
ჩურჩხელა ქართული ეგზოტიკური ნუგბარია. იგი შედგება ნიგვზის, თხილის ან ქიშმიშისა და ყურძნის ბადაგში მოდუღებული ხორბლის ფქვილისაგან. სასიამოვნო საჭმელია როგორც ახალ გამზადებული, ისე დაძველებული, როცა გარედან გადაიკრავს ყურძნის წვენიდან გამოყოფილ შაქრის თეთრ ფენას. საქართველოს ბაზარზე ძირითადად შეხვდებით ფალსიფიცირებულ ჩურჩხელას, რომლის დამზადებისასაც ყურძნის წვენის მაგიერ იყენებენ შაქრით მოდუღებულ სიროფებს. ჩვენი ჩურჩხელა დამზადებულია ჩვენი ფერმერების მიერ კახეთის რეგიონში მოწეული ყურძნის წვენისაგან. მისი გემო თქვენ დიდხანს დაგამახსოვრდებათ. ამასთანავე კარგად იტანს ტრანსპორტირებას და იგი კარგი საჩუქარი იქნება თქვენი ახლობლებისათვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.