კაქტუსი ოპუნცია - Opuntia ficus-indica
მისი სამშობლო მექსიკაა. ოპუნცია წარმოადგენს ბრტყელფოთლიან კაქტუსს. აქვს დიდი ყვითელი თაფლოვანი ყვავილები. ნაყოფი ზომით ჩვენებური შავი ქლიავის ზომის და ფორმისაა, ფერით მუქი შინდისფერი, წვნიანი, სპეციფიური არომატით. ლათინურ ამერიკაში საკვებად იყენებენ ოპუნციის ფოთლებს, მკვახე (მწვანე) და დამწიფებულ ნაყოფს. კულტურული პლანტაციების დიდი წილი სწორედ ლათინურ ამერიკაზე მოდის, მას მოსდევს იტალია და ისრაელი. სამრეწველო მიზნით იღებენ ნაყოფს, რომელიც ახალი ხილის სახით იყიდება ბაზარზე. მისგან ამზადებენ წვენებს, შარბათებს, ჯემებს, მარმელადს, კანფეტებს. ამერიკაში ღვინოს და ტეკილას. მწიფე ნაყოფისგან შესანიშნავი ბუნებრივი საღებავი მიიღება, თესლისგან შესაძლებელია ზეთის მიღება. ოპუნციის ფესვიც, ფოთოლიც და ნაყოფიც გამოიყენება ფარმაცევტიკაში. მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით.
ამერიკაში მეცნიერებმა გამოიყვანეს უეკლო ოპუნცია, რომელიც მესაქონლეობისათვის საუკეთესო წვნიან საკვებს წარმოადგენს.
საქართველოში ოპუნციის შემოტანა მოხდა რამდენიმე ათეული წლის წინ დეკორატიული მიზნით. იგი შესანიშნავად შეეგუა ჩვენს პირობებს. აბსოლუტურად უპრეტენზიოა ნიადაგისა და მოვლის თვალსაზრისით. უძლებს 20 გრადუსამდე ყინვას. ძირითადად მრავლდება ვეგეტაციური მეთოდით. იძლევა შესანიშნავ მოსავალს.
ოპუნცია ჩვენი ინტერესების სფეროში მოხვდა ათიოდე წლის წინ, როცა ადამიანზე კაქტუსების დადებითი გავლენის შესწავლა დავიწყეთ და იმ დროისათვის ჩვენში კაქტუსების ერთ-ერთი უნიკალური კოლექცია შევქმენით. წლების მანძილზე ვაკვირდებოდით თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და ჩვენი კოლეგების კოლექციებში ოპუნციის განვითარებას. ჩვენ ძირითადად გვაინტერესებდა, ხომ არ იყო ისეთივე საშიშროება, რაც ავსტრალიაში მოხდა, სადაც იგი მეცხრამეტე საუკუნეში შეიტანეს ცოცხალი ღობეების მოწყობის მიზნით, ისე გავრცელდა, რომ მთელი სავარგულები დაიკავა და დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ამოეძირკვათ. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ჩვენთან ამის საშიშროება არ ჩანს (ისევე როგორც იტალიაში), თესლით ბუნებრივ პირობებში ვერ მრავლდება, ანუ ფრინველების მიერ მისი გადატანით გავრცელების საშიშროება არ არის, ვეგეტაციურად, ანუ ფოთლებით თუ ხელი არ შეუწყვე, არ გაიხარებს. ცხადია სამრეწველო პლანტაციის გაშენებამდე კონკრეტულ რეგიონში საცდელ ნაკვეთზე დაკვირვება გაგრძელდება და მხოლოდ სპეციალისტების შესაბამისი დასკვნის შემდეგ მიეცემათ რეკომენდაციები ფერმერებს მის გასაშენებლად. გარე კახეთი ტრადიციულად უწყლო მხარეა და ამ კულტურამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ მხარის ეკონომიკაში.
რა უპირატესობები აქვს ამ მცენარეს?
- აბსოლუტურად უპრეტენზიოა ნიადაგის მიმართ, პიტალო კლდეზედაც კი ხარობს და დამაკმაყოფილებელ მოსავალს იძლევა, ხოლო ნოყიერ ნიადაგზე ცხადია საგრძნობია მოსავლის ზრდა;
- მორწყვის გარეშე ასევე დამაკმაყოფილებლად ვითარდება, ხოლო თუ ძლიერი გვალვების დროს, ნაყოფის სიმწიფეში შესვლისას ერთი-ორჯერ მცირეოდენ წყალს მივაწვდით, ესეც დადებითად იმოქმედებს მოსავლიანობაზე;
- მოვლის თვალსაზრისით დიდ ზრუნვას არ საჭიროებს. პლანტაციის პირობებში საჭიროა რიგთაშორისების კულტივაცია, დაზიანებული და ზედმეტი ფოთლების მოცილება ნარგავების სწორად ფორმირების მიზნით, რომ მოსავლის აღებას ხელი არ შეეშალოს და უსისტემოდ არ გამრავლდეს;
- გამძლეა დაავადებების მიმართ, ჩვენში მას ძირითადად აზიანებენ გარკვეული სახეობის ობობა და პეპლის ჭუპრები. მეკაქტუსეების გამოცდილებით ამ პრობლემის დაძლევა შეიძლება თამბაქოს ნაყენის შესხურებით, რითაც ბიომეურნეობრიობის პრინციპი არ ირღვევა. ნაყოფს ჭია არ უჩნდება.
- უძლებს 20 გრადუსამდე ყინვას;
- კარგი მოსავლიანია, 1 ჰა-ზე საშუალო მოსავლიანობა 8-10 ტონაა. მოსავალს იძლევა მეორე წლიდან და მცენარის ზრდასთან ერთად იზრდება მოსავლიანობაც.
- შემოსავალი გაწეულ დანახარჯებთან შედარებით საგრძნობია. ევროპის ბაზარზე ახალი ხილის სახით 1 კგ-ს ფასი 2-3 ევროა (ხარისხის მიხედვით). შედარებით დაბალი ხარისხი მიდის საკონსერვო წარმოებაში.
- ურწყავი, სამეურნეო თვალსაზრისით უპერსპექტივო მიწებზე, ნახევრადუდაბნოებში და კლდოვან ადგილებში ოპუნციის გაშენებით მოსახლეობას შემოსავლის გაჩენის კარგი შესაძლებლობა ეძლევა.
- პროდუქტის სპეციფიურობის გამო მოპარვის საშიშროება არ არის;
ეკოსოფელს გაშენებული აქვს ოპუნციის სანერგე მეურნეობა და დაინტერესებულ ფერმერებს მივაწვდით ნერგებს მათ მიერ აღებული მოსავლის ჩვენს მიერვე გარანტირებული შესყიდვის პირობით.
მიმდინარეობს მუშაობა უეკლო ოპუნციის მოსაშენებლად, რაც მესაქონლეობის განვითარებისათვის არნახულ რესურსს შექმნის.