მიწავაშლალათინური სახელწოდება - Heliantus tuberosus L. ინგლისური სახელწოდება - Jerusalem Artichoke, ევროპული სახელწოდება - Topinambur, რუსული სახელწოდება - земляная груша, ქართული სახელწოდება - მიწავაშლა
მისი სამშობლო ამერიკის კონტინენტია. მიწავაშლა მიწათმოქმედდთათვის ცნობილია საუკუნეების მანძილზე. მისი სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. იქიდან მეჩვიდმეტე საუკუნეში შემოიტანეს ევროპაში, საიდანაც მეთვრამეტე საუკუნეში ვრცელდება ჯერ რუსეთში და შემდეგ საქართველოში. მიწავაშლა წარმოადგენს ორ მეტრამდე სიმაღლის მზესუმზირას მონათესავე მცენარეს, რომელიც კარტოფილის მსგავსად იკეთებს ბოლქვებს. მრავალწლიანი კულტურაა, ერთ ადგილზე მისი მოყვანა უწყვეტად შეიძლება 8-10 წლის განმავლობაში. აგროტექნიკა ისეთივეა, როგორც კარტოფილის. ბოლქვების მოსავლის ამოღება ხდება შემოდგომაზე, პირველი ყინვების დაწყებისას. ყინვაგამძლეა, მისი დატოვება მიწაში შეიძლება ზამთარში და ადრე გაზაფხულზე ამოღება. მოხმარების დრო შემოიფარგლება ნოემბერ-მარტით. ამიტომ დადგა საკითხი ამ ძვირფასი პროდუქტით მოსახლეობის მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფის მიზნით მისი გაშრობის მეთოდები. ჩიპსების ან ფქვილის სახით გამოყენება უკვე მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ამერიკაში, ევროპასა და რუსეთში დაიწყო სამრეწველო მიზნით მიწავაშლას პლანტაციების მოშენება. მიწავაშლა სუპერპროდუქტების კატეგორიაში გადის, უნიკალური შედგენილობის გამო იგი ფართოდ გამოიყენება ბიოლოგიურად აქტიური დანამატების წარმოებაში, ურევენ სხვადასხვა საკვებში პურის ჩათვლით. საუკეთესო ნედლეულს წარმოადგენს სპირტის დასამზადებლად, რაც ბიოსაწვავის წარმოების დიდ შესაძლებლობას იძლევა. მცენარის სხვადასხვა ნაწილები ფართოდ გამოიყენება სამკურნალოდ. ნატუროპატები გვირჩევენ კარტოფილის ჩანაცვლებას მიწავაშლათი. |