კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მოდელირებული ეკოსოფლის ვებ-გვერდზე
· თუ გსურთ იხილოთ 21-ე საუკუნის ქართული სოფლის მოდელი, ეწვიეთ ეკოსოფელს; . თუ თქვენ გაინტერესებთ ადამიანები სადთანარსებობენ და საქმიანობენ ჰარმონიულად როგორც ურთიერთშორის, ისე გარემოსთან მიმართებაში, ასეთია ეკოსოფელი; · თუ გინდათ იხილოთ ეროვნული ტრადიციულისა და თანამედროვეობის საუკეთესო სინთეზი, მობრძანდით ეკოსოფელში; · თუ გსურთ ცოტა ხნით მოსწყდეთ ქალაქის დაძაბულ რიტმს, ყოველდღიურ რუტინას, დაისვენოთ ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, დაიტვირთოთ შთაბეჭდილებებით, შეივსოთ სასიცოცხლო ენერგიით, ამისათვისეკოსოფელში ყველა პირობაა შექმნილი; . თუ გესაჭიროებათ ადგილი კონფერენციის, სემინარის, საქმიანი შეხვედრისათვის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით, მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების თანხლებით, მაშინ ეკოსოფელს ალტერნატივა არ გააჩნია. · თუ თქვენ გსურთ ეზიაროთ ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებს, ალტერნატიულ გამაჯანსაღებელ მეთოდებს, საშუალებებს, ესტუმრეთ ეკოსოფელს; . თუ გსურთ თქვენი ცოდნის, გამოცდილების, იდეების, გამოგონებების რეალიზება, ოცნებებისათვის ფრთების შესხმა, ეს ეკოსოფელშია შესაძლებელი; . თუ გინდათ ცოდნის მიღება ცხოვრებისა და საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებში, სოფლის მეურნეობით დაწყებული და მაღალი ტექნოლოგიებით დამთავრებული, გელით ეკოსოფელში;